1xBet-ის ლიცენზია Curaçao-ში ვალიდურია და სრულად ფუნქციონირებს
იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ მედიაში სპორტის მცირე ვებ საიტის მიერ გავრცელდა სიახლე, რომელშიც წარმოდგენილია არაზუსტი მონაცემები 1xBet-ის შესახებ, მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია მომხმარებლებს მივაწოდოთ ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც სრულად ასახავს სიტუაციის რეალურ არსს.
1xBet არის წამყვანი გლობალური ტოტალიზატორის ბრენდი, რომელსაც აქვს ლიცენზიები რამდენიმე საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის Curacao-ში (კურასაო), რომელის ლიცენზიითაც სარგებლობს მრავალი გლობალური აზარტული თამაშების და ფსონების კომპანია. 1xBet-ს არ შეჰქმნია რაიმე სახის პრობლემა კურასაოს ლიცენზიასთან დაკავშირებით, რომელიც ისევ ვალიდურია. 1xBet და მისი ფრანჩაიზები აგრძელებენ თავიანთი ვალდებულებებისა და ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულებას კლიენტებისა და პარტნიორების წინაშე.
ნებისმიერი საპირისპირო ცნობა უსაფუძვლოა. 1xBet მოუწოდებს მედიის დაინტერესებულ მხარეებს, გულდასმით შეამოწმონ ფაქტები და მოერიდონ ინფორმაციის გავრცელებას, რაც ეფუძნება დაუსაბუთებელ ჭორებს.
2023 წლის 20 იანვარს, Josimar-ზე, ნაკლებად ცნობილ სპორტულ ვებ საიტზე გამოჩნდა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ 1xBet-მა “გამოაცხადა გაკოტრება”. Josimar მანამდეც აშუქებდა 1xBet-ის შესახებ ინფორმაციას წარსულში და მხშირად მათ მიერ გამოქვენებული ინფორმაცია შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობებს, შესაბამისად, ეს ბოლო სტატიაც არ არის გამონაკლისი. სტატია შეიძლება აღიწეროს, როგორც მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფისა და შემთხვევითი, უსარგებლო ინფორმაციის ნაზავი, რომელიც არ ეფუძნება რეალობასა და ფაქტებს.
თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ბრენდის რეპუტაციაზე და გვსურს მკაფიოდ უარვყოთ სტატიაში მოცემული „ინფორმაცია“.
მასში ნათქვამია, რომ 1xBet “ამ კვირაში გაკოტრდა”. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა, ვინაიდან 1xBet არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და უმსხვილესი აზარტული თამაშების ბრენდი მსოფლიოში.
მასში ნათქვამია, რომ 1XCorp, კურასაოში რეგისტრირებული კომპანია, არის 1xBet-ის „მფლობელი“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის ტყუილი. 1xBet-ის სათაო ოფისი მდებარეობს კვიპროსში, სადაც ათასობით თანამშრომელია დასაქმებული.
მასში ასევე ნათქვამია, რომ 1xBet არის “რუსული ტოტალიზატორი”, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს დ არის ტყუილი. 1xBet არის აზარტული თამაშების გლობალური ბრენდი, რომლის სათაო ოფისიც კვიპროსში მდებარეობს და იგი ფუნქციონირებს ლათინურ ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში და მუშაობს ფრენჩაიზის მოდელის გამოყენებით. მისი პროდუქტები და სერვისები დაბლოკილია რუსეთსა და ბელორუსიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ 1XCorp-ის გაკოტრება დაკავშირებულია ონლაინ თამაშების მსხვერპლთა წარმომადგენლობის ფონდის (SBGOK) მიერ წამოყენებულ სარჩელთან, რომელიც სავარაუდოდ „წარმოადგენს კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ეკუთვნით „დაახლოებით 830,000 ევროს“ მოგება. მასში ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევა ასევე დაფიქსირდა რუსეთში, მათ შორის გამოთქმულია ვარაუდი, რომ „1xBet-მა დაკარგა რუსეთში მუშაობის ლიცენზია“. ჩვენ გვსურს რიგრიგობით განვიხილოთ ეს ბრალდებები, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი საჭიროებენ კონტექსტს.
1xBet ბრენდს, გლობალური ფრენჩაიზის მოდელის საშუალებით, ჰყავს მილიონობით მომხმარებელი, რომლებიც დებენ ათობით მილიონ ფსონს სპორტზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1xBet იხდის ყველა ლეგიტიმურ მოგებას სრულად და დაუყოვნებლად. არსებობს შემთხვევების ძალიან მცირე რაოდენობა, როდესაც 1xBet ან მისი ფრენჩაიზის ბიზნესები ახდენენ საეჭვო ფსონების გამოვლენას და/ან არარეგულარული ფსონების განთავსების შემთხვევებს ავლენენ მანუალური ან ავტომატური მონიტორინგის სისტემების მეშვეობით. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა აზარტული თამაშების ინდუსტრიაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიეჭვოთ, რომ მოგება არ არის ლეგიტიმური და დარღვეულია თამაშის პირობები და ვადები, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევაჩეროთ მოგების გადახდის პროცესი შემდგომი გამოძიების მოლოდინში და, სავარაუდოდ, მოვითხოვთ დამატებითი ინფორმაციის მიღებას შესაბამისი ანგარიშის მფლობელებისგან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გამოძიება დაასკვნის, რომ დაირღვა ჩვენი წესები და პირობები, მოგების გაცემა არ ხდება, ჩვენი კონტრაქტის პირობების შესაბამისად. ეს სადავო შემთხვევები კი განიხილება კურასაოში.
1XCorp არ ფლობს 1xBet-ს. ეს არის კურასაოში არსებული კომპანია, რომელიც ოდესღაც ფლობდა სხვადასხვა აზარტული თამაშების პლატფორმებს და ბიზნესს. რაც შეეხება რუსულ ბაზარს, შეუძლებელია 1xBet-მა დაკარგოს ლიცენზია რუსეთში, რადგან ამ ქვეყანაში ოპერირების ლიცენზია არც არასდროს ჰქონია. ეს აქტივობა ასევე ეხება კიდევ ერთ ბუკმეიკერულ ბიზნესს რუსეთში, რომელსაც1XBet არც ფლობს და არც აკონტროლებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ 1xBet-მა უკრაინაში მუშაობისთვის მოახერხა შეენარჩუნებინა “უზრუნველყოფილი ლიცენზიები” და ამიტომ რუსული ლიცენზია “გაუქმდა”. ეს არ არის სიმართლე. 1xBet-მა გაიღო 1 მილიონი აშშ დოლარის შემოწირულობა წითელ ჯვრარში უკრაინელთა დახმარებისთვის, რაც ერთ-ერთ ყველაზე დიდი დახმარება იყო აზარტული ინდუსტრიიდან. რაც შეეხება მტკიცებას, რომ ის კარგავს ლიცენზიას უკრაინაში, ეს კიდევ ერთხელ არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენიმე უკრაინულმა კომპანიამ გამოთქვა ინტერესი 1xBet-ის ლიცენზიის ფრენჩაიზის საფუძველზე გამოყენების შესახებ, მაგრამ 1xBet-ს არასოდეს ჰქონია ლიცენზია ამ ქვეყანაში.
აქტუალური სიახლე
1xBet – ხმელეთზე ფსონების მიმღები პუნქტები
BC 1xBet: მისამართები მოსკოვში და დანარჩენ რუსეთში მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიზატორი 1xBet არის რუსეთიდან, მისი…
1xBet ტოტალიზატორის სლოტ თამაშები
1хBet სათამაშო აპარატის ვარიანტები 1xBet სლოტებით თამაშის მსურველებმა ტოტალიზატორის ვებ გვერდზე უნდა გადაინაცვლონ "კაზინოს" განყოფილებაში.…
სტუმრის ანგარიში 1xBet-ზე
სტუმრის ანგარიშის კონცეფცია 1xBet-ზე 1xBet-ის დემო ანგარიშის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები სტუმრის ანგარიში 1xBet-ზე: ტოტალიზატორის…
1xBet-ის სისტემური ფსონები: ფსონის დადების მახასიათებლები
1xBet-ის სისტემური ფსონების კონცეფცია 1xBet-ის სისტემური ფსონების გაანგარიშება 1xBet-ზე სისტემური ფსონების განთავსება 1xBet-ის სისტემური ფსონების…
1xBet-ის ძველი ვერსია: მახასიათებლები და განსხვავებები
1xBet-ის ვებ საიტის ძველი ვერსიის მიმოხილვა 1xBet-ის ვებ გვერდის ძველი ვერსია: პორტალში შესასვლელი 1xBet ძველი…
1xBet კაზინო: შეთავაზება მოთამაშეებისთვის
კაზინო 1xBet: ხელმისაწვდომი გასართობის შესაძლებლობა ერთ-ერთ მიმოხილვაში 1xBet-ის მუშაობის შესახებ ტოტალიზატორის წარმომადგენლებმა გააზიარეს სტატისტიკური ინფორმაცია…